ავტორი:

რამდენ ხანში მოაღწევს კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგები შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლამდე?

რამდენ ხანში მოაღწევს კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგები შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლამდე?

მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, გაჩნდა კითხვა, მოაღწევს თუ არა დამაბინძურებლები შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლამდე.

მართალია, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ამ დროისთვის, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, თუმცა დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგები, საქართველომდე დაახლოებით, ორ თვეში მოაღწევს.

"თეორიულად, ალბათ, საქართველოს ნაპირებთანაც მოაღწევს დამაბინძურებლები (და, არც ასაფეთქებელი საბრძოლო მასალებია გამორიცხული). საერთოდ, შავი ზღვის ზოგადი ცირკულაცია დღეს კარგად არის შესწავლილი, ციკლონური მოძრაობა აქვს მთლიანად შავ ზღვას, ადვილი გასაგები რომ იყოს, საათის ისრის საწინააღმდეგოდ. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: