ავტორი:

"კვლევის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით, პერიოდულად გაგრძელდება ხარისხის შემოწმება" - თორნიკე რიჟვაძე

"კვლევის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით, პერიოდულად გაგრძელდება ხარისხის შემოწმება" - თორნიკე რიჟვაძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება მოხდება, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკვე ჩატარებული კვლევების მიხედვით, წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია.

"მსურს შევეხო ბოლო დროის აქტუალურ საკითხს, რომელიც ზღვის წყლის ხარისხს უკავშირდება. ბოლო პერიოდში, არც თუ კეთილმოსურნე მედიასაშუალებების მხრიდან მაქსიმალური ზიანის მიყენება ხდება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან. უკვე ჩატარებული კვლევების შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ პირველ რიგში ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ ჩვენს უამრავ სტუმარს არ შეექმნება რაიმე დისკომფორტი დასვენების კუთხით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შავი ზღვის კვლევა განხორციელდა როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ, რომლის მიხედვითაც ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან.

"შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად წარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: