ავტორი:

"ჩვენ ასე მოვიქცეოდით: უშიშროების საბჭოს მოწვევა, საზღვრების შეზღუდვა, ვიზების შემოღება, მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვის - თქვენ რას აპირებთ?" - ხაზარაძე "ოცნებას"

"ჩვენ ასე მოვიქცეოდით: უშიშროების საბჭოს მოწვევა, საზღვრების შეზღუდვა, ვიზების შემოღება, მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვის - თქვენ რას აპირებთ?" - ხაზარაძე "ოცნებას"

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას კითხვით მიმართავს.

"ჩვენ ასე მოვიქცეოდით:1.უშიშროების საბჭოს მოწვევა2.საზღვრების შეზღუდვა/ჩაკეტვა3.ვიზების შემოღება4.მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვისთქვენ რას აპირებთ?" - მიმართავს ხაზარაძე მმართველ პარტიას.

შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ როსტოვსა და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში შევიდა. "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, კომპანიას დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი. ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, დაკავებულია შტაბის შენობა.თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ჯარმა მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. "ვინც მოღალატეობის გზას დაადგა, პასუხს აგებს!" - აღნიშნა პუტინმა.

წაიკითხეთ ასევე: