ავტორი:

"ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის საჭიროება არ არის... მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება" - შსს

"ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის საჭიროება არ არის... მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” - ზე მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” - ზე არსებული მდგომარეობის შესახებ. 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.

ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთი მიმდინარე მოვლენების ფონზე ისევ გააქტიურდა ტელეგრამის არხი „ВЕРХНИЙ ЛАРС“ რომელიც უკრაინის ომის დროს შეიქმნა და რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული მოსახლეობა, ერთმანეთს უცვლიდა ინფორმაციას თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ მარტივად, დაბრკოლებების გარეშე.

ბოლო ინფორმაციით, ლარსის საზღვართან დილიდან რიგებია, უსაფრთოხების მიზნით ქვეყანას უამრავი რუსი ტოვებს და საქართველოში აპირებს თავის შეფარებას. ტელეგრამის ჯგუფში ყოველწამიერად ქვეყნდება კითხვები, ისინი ძირითადად ყველაზე უსაფრთხო მარშრუტის გაგებას ცდილობენ საქართველოში.

წაიკითხეთ ასევე: