ავტორი:

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ- ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ნიკოლოზ გუგეშაშვილი დააკავეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძალადობის მუხლით ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

27 ივნისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა.

დღეს მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუშინ, 27 ივნისს მშვილდაძეს სწორედ ის დაესხა თავს.

ოსტის სქრინი თავდაპირველად "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. გუგეშაშვილის ფეისბუქ პროფილზე ამ ეტაპზე სტატუსი საჯაროდ აღარ ჩანს.

როგორც გუგეშაშვილი წერს, თავდასხმის მიზეზი ის გახდა, რომ მიშა მშვილდაძე "ეკლესიას კრიმინალად მოიხსენიებდა, აგინებდა პატრიარქს და იცავდა მამათმავლებს".

წაიკითხეთ ასევე: