ახალგორთან სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორელებმა აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სროლის ხმა ახალგორთან ახლოს ისმის.
"ჯერჯერობით, არ ვიცით, კონკრეტულად რა ხდება. ხმა ძალიან ახლოს ისმის. შესაძლოა, გზას აფეთქებენ ან სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს", - განაცხადეს ახალგორელებმა.
მათივე თქმით, აფეთქებების ხმა წუხელ სოფელ ყანჩავეთთან ახლოსაც ისმოდა.