ირაკლი ოქრუაშვილი - ყველასთვის ნათელია, ვინ არის ბინძური ცილისწამების ავტორი

ირაკლი ოქრუაშვილი - ყველასთვის ნათელია, ვინ არის ბინძური ცილისწამების ავტორი

"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, უკვე ყველასთვის ნათელია, ვინ არის გაზეთ "ასავალ-დასავალში" დაბეჭდილი ბინძური ცილისწამების ავტორი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ოქრუაშვილმა განუცხადა, ძალიან გაუკვირდა ინტრიგების ასეთი სტილი, რაც "ცილისწამების ავტორს" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ ახასიათებდა.

"რადგან ასეთ იაფფასიან მეთოდებს მიმართა, ეს იმის დასტურია, რომ 25 ნოემბრის შემდეგ ძალიან გაუჭირდა. მითუმეტეს, ბოლო არტილერიად ნონა გაფრინდაშვილის გამოყენება რომ დაგჭირდება, რათა მას აძახებინო, "ქართული პარტია" მალე დაიშლებაო. ეს უკვე სასოწარკვეთილი პოლიტიკოსის ქცევას ჰგავს",-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ოქრუაშვილი ნინო ბურჯანაძეს, ის პასუხობს - "უკვე ყველასთვის ნათელია, ვინ იყო ამ ბინძური ცილისწამების ავტორი. ნათლად გამოჩნდა, რომ მისი შესაძლებლობების ზღვარიც არა ხელისუფლების შეცვლაზე, არამედ გაზეთებში იაფფასიანი სტატიების შეკვეთაზე გადის".

ოქრუაშვილის განცხადებით, ძალიან აფასებს ლევან გაჩეჩილაძის დიდსულოვნებას.

"მას შემდეგ, რაც ფაქტებით დადასტურდა ამ ბინძური კამპანიის ავტორის ვინაობა, ლევან გაჩეჩილაძემ თავი შეიკავა საჯაროდ ამ ადამიანისთვის პასუხის გაცემისგან. ამ ცილისწამების ავტორმა ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა, რადგან ლევან გაჩეჩილაძის სახით ერთადერთი მოკავშირე ჰყავდა ჩვენს პარტიაში და ისიც დაკარგა",-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე