ავტორი:

"მოგვიწია ტერიტორიის დატოვება... სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა" - "თბილისი პრაიდის" განცხადება

"მოგვიწია ტერიტორიის დატოვება... სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა" - "თბილისი პრაიდის" განცხადება

"მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით" - ამის შესახებ ნათქვამია "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"თბილისი პრაიდის" თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას განმარტებით, ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა და არავინ დაშავებულა.

"მეგობრებო, არ ამოხვიდეთ არავინ! მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა”, - წერს მარიამ კვარაცხელია.

ცნობისთვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეთა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა.

შეგახსენებთ, რომ "პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს.

აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

წაიკითხეთ ასევე: