მოსკოვში "დიდ სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის" გახსნას მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ნოღაიდელის მეათე ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში 19 დეკემბერს დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ქუთაისში, 2009 წლის 19 დეკემბერს "საბრძოლო დიდების" მემორიალის დემონტაჟს ორი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში, "პაკლონნაია გარაზე" მემორიალის ანალოგის აღმართვის გადაწყვეტილება მიიღო. მემორიალის გახსნა 19 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ცნობილია, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვს კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ეწვევა.