ავტორი:

გარეული ცხოველი, რომელსაც ბერლინში ეძებდნენ, ლომი კი არა, ტახი აღმოჩნდა

გარეული ცხოველი, რომელსაც ბერლინში ეძებდნენ, ლომი კი არა,  ტახი აღმოჩნდა

გარეული ცხოველი, რომელსაც ბერლინში ეძებდნენ, ლომი კი არა, ტახი აღმოჩნდა.

30-საათიანი ჩხრეკისა და ბიოლოგიური მასალის ნიმუშების საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ "ძებნაზე დასმული" ლომი, სინამდვილეში გარეული ღორი იყო.

ბერლინში, გუშინ ძუ ლომს ეძებდნენ მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ის საჯარო სივრცეში შენიშნეს. ძებნის სამუშაოები ერთ დღეზე მეტია მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მაცხოვრებლებს სახლიდან გასვლა აუკრძალეს, ვიდრე ისინი გაქცეული ლომის დაჭერას შეძლებენ.

ასევე იხილეთ: