ავტორი:

"რუსული სარაკეტო ტერორი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ტერიტორიაზე კრემლის მორიგ სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს" - ბორელი

"რუსული სარაკეტო ტერორი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ტერიტორიაზე კრემლის მორიგ სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს" - ბორელი

რუსული სარაკეტო ტერორი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ტერიტორიაზე კრემლის მორიგ სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს, რომელმაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მთავარი მართლმადიდებლური ტაძარიც გაანადგურა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.

მისი განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ასობით კულტურული ძეგლი დააზიანა.

"რუსეთმა, ცდილობს რა უკრაინის განადგურებას, ასობით კულტურული ძეგლი დააზიანა“, - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს.

ასევე იხილეთ: