ავტორი:

"ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში შემოსვლა" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი

"ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში შემოსვლა" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება და წერს:

"ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.

შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის" - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში".

შეგახსენებთ, სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი წუხელ ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.

ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ერთი საათის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ისინი სკანდირებენ: "აფხაზეთი საქართველოა“, "რუსეთი ოკუპანტია“, "დატოვეთ ჩვენი ქვეყანა".

ასევე იხილეთ: