ჯონ მაკკეინი - რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ეს ყველაზე მეტად სარკოზის უნდა აწუხებდეს

ჯონ მაკკეინი - რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ეს ყველაზე მეტად სარკოზის უნდა აწუხებდეს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთთან მიმართებაში საფრანგეთის პრეზიდენტის უმოქმედობით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ მან გამოცემა "ფიგაროსთან" ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას განუცხადა.

"როგორც "wikileaks"-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ტელეგრამაშია ნათქვამი, ადამიანების ჯგუფი, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს და რომლებიც მაფიოზებივით იქცევიან, ქვეყანას მართავს. რუსეთის ქმედებებზე საუბრისას მე ქართული პრობლემის მნიშვნელობას აღვნიშნავდი. უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი სარკოზი არ არის მომთხოვნი იმ მიმართულებით, რომ რუსები მუდმივად არღვევენ მისი უშუალო შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას. რუსეთი სრულიად დაუსჯელად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ეს საფრანგეთის პრეზიდენტს ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს", - განაცხადა მაკკეინმა.

მისივე შეფასებით, რუსეთი "არამშვიდობიანი დერჟავაა" და არასამართლებრივ სახელმწიფოდ რჩება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე