ტრაგედია დატრიალდა გუშინ რაჭაში, კერძოდ შოვში, სადაც მეწყერმა, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი იმსხვერპლა. როგორც სტიქიის ზონაში მყოფი ადგილობრივი გვეუბნება, გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვიც. (წაიკითხეთ: "ახლახან ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს... უკვე 6 მიცვალებულია ნაპოვნი, უმეტესობა ქალები არიან" - რას ჰყვება სტიქიის ადგილზე მყოფი მოქალაქე?)
შოვში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ადგილზე 150-მდე მაშველი და პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული. ცოტა ხნის წინ მეწყრის ზონიდან მათ 140 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვისთანაც კავშირი ამ დრომდე არ აღდგენილა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რაჭის სტიქიაზე საუბროსას ყურადღებას ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ამახვილებს. მისი თქმით, ადგილობრივებმაც და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმაც იციან, რომ შოვი მეწყერსაშიში ზონაა და ღვარცოფული მდინარეების პირას კოტეჯების ან სასტუმროების აშენება არასწორია.
ცნობილია, სტიქიის ზონად გუშინ სასტუმრო "სანსეტ შოვი" და ე.წ. მამისონის კოტეჯები იქცა.
სასტუმრო "სანსეტ შოვი“ შპს ფროფერთი მენეჯმენტ-ის საკუთრებაა. კომპანია 2012 წელს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს კი, საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ქაფიანიძე ფლობს.
სასტუმრო „სანსეტ შოვი“, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს, პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან მასპინძლობდა. სასტუმროში 30 ნომერი და 2 კოტეჯია.
აღსანიშნავია, რომ ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ (www.simetria.ge/ge ) თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები..წაიკითხეთ სრულად
წაიკითხეთ ასევე: