ავტორი:

ცნობილი გახდა მსახიობის ვინაობა, რომელიც ცნობილ თურქულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილის პარტნიორი იქნება - ვინ შეცვლის ჰალილს (ფოტოები)

ცნობილი გახდა მსახიობის ვინაობა, რომელიც ცნობილ თურქულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილის პარტნიორი იქნება - ვინ შეცვლის ჰალილს (ფოტოები)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი თურქული სერიალი, სადაც მთავარ როლს ქართველი მოცეკვავე და მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თამაშობს, მისმა პარტნიორმა ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანმა დატოვა.

საუბარია სერიალზე სახელად Emanet საიდანაც მთავარი როლის შემსრულებლის წასვლამ მის ფანებს გული ძალიან დასწყვიტა.

ეს სერიალი ნანა სტამბოლიშვილის გამო საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ნანა სტამბოლიშვილი და ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი

სერიალ Emanet-ის წამყვანი მსახიობი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი პროექტს დაემშვიდობა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ჯეიჰანს სერიალ "დაკარგულ ქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკ ჯელილაი შეცვლის.

ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი ბირსენ ალთუნთაში ავრცელებს.

ნიკ ჯელილაი ალბანური წარმოშობის მსახიობი გახლავთ. დაიბადა 1983 წლის 5 მარტს. მოპოვებული აქვს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო მოსკოვის 32-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიშტინას საერთაშორისო კინოფესტივალზე და ოქროს ფორთოხლის 47-ე კინოფესტივალზე ფილმში "ალბანელი" შესრულებული როლისთვის.