ავტორი:

კიდევ ერთი აფეთქება მოსკოვში - მარშალ ჟუკოვის გამზირზე მდებარე ხიდის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი აფეთქდა

კიდევ ერთი აფეთქება მოსკოვში - მარშალ ჟუკოვის გამზირზე მდებარე ხიდის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი აფეთქდა

"ტელეგრამარხები" მოსკოვში მომხდარი კიდევ ერთი აფეთქების შესახებ იუწყებიან. წინასწარი მონაცემებით, დრონი აფეთქდა კარამიშევსკის სანაპიროს სიახლოვეს. თავდაპირველად ეს ცნობა ტელეგრამის არხებმა "ბაზამ", Shot-მა და Mash-მა გაავრცელეს. შემდეგ ინფორმაცია აფეთქების შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმაც დაადასტურა. მისი თქმით, იმუშავა საჰაერო თავდაცვამ და დრონი გაანადგურა, თუმცა მისი ნამსხვრევები ჩამოცვივდა სანაპიროზე. მისი მტკიცებით, ამას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა მარშალ ჟუკოვის გამზირზე მდებარე ხიდის ტერიტორიაზე. დრონი მდინარე მოსკოვის კალაპოტის გასწვრივ დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, რის შემდეგ თვითმხილველებმა აფეთქების ხმა გაიგეს.

11 აგვისტოს დილიდან ცნობილი გახდა, რომ "ვნუკოვოს“ აეროპორტის რაიონში საჰაერო სივრცე დაიკეტა, გადადებულია რეისები. აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადში, ოპტიკურ-ტექნიკური ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა 1, დაკარგულად მიიჩნეოდა 12 ადამიანი, მათგან 4 იპოვეს. 8 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ტექნიკური პირობების დარღვევის შედეგია.

იხილეთ ასევე: