მსოფლიოს 10 ყველაზე ეფექტური დიეტა

მსოფლიოს 10 ყველაზე ეფექტური დიეტა

SLIMFAST

შესაძლებელია კვირაში ნახევარი კილოგრამის დაკლება. დიეტის შედეგს უზრუნველყოფს ბრიტანული კომპანია SLIMFAST-ი. წონაში დაკლების მსურველებს ის ჩვეულებრივი საკვების ნაცვლად თავისი კომპანიის კოქტეილებს, წვნიანებსა და შოკოლადებს სთავაზობს.

ბევერლი-ჰილზი

შესაძლებელია 35 დღეში 5-6 კილოგრამის დაკლება. დიეტა აგებულია პროდუქტების მიღების თანმიმდევრობის მკაცრად დაცვის პრინციპზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პროტეინის შემცველი პროდუქტების (კვერცხი, ხორცი, თევზი) და ნახშირწყლის შემცველი პროდუქტების (პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი, მაკარონი, შაქარი) ერთად მიღება. პირველი ათი დღე უნდა მიირთვათ მხოლოდ ხილი, მე-11 დღიდან ხილი და ნახშირწყლის შემცველი პროდუქტები, მე-19 დღიდან კი ხილი და პროტეინის შემცველი პროდუქტები.

კომბოსტოს წვნიანის დიეტა

შესაძლებელია კვირაში 4-5 კილოგრამის დაკლება. დიეტის არსია მხოლოდ კომბოსტოს წვნიანის მიღება, რომელშიც მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ჩაამატოთ ტომატი ან სოკო. კვირაში ერთხელ წვნიანს შეგიძლიათ დაუმატოთ კარტოფილი, ერთხელ - ძროხის ხორცი და მთელი კვირის განმავლობაში მიიღოთ ბევრი სითხე.

დიეტა #1

შესაძლებელია თვეში 6,5 კგ-ის დაკლება. დიეტის მთავარი არსი ის არის, რომ დღის განმავლობაში მიიღოთ იმდენი ბოსტნეულის სალათა და ხილი, რომ აღარ გქონდეთ კარტოფილისა და ფქვილის ნაწარმის მირთმევის სურვილი, არ შეიძლება თერმულად დამუშავებული (შემწვარი, მოხარშული) პროდუქტისა და რძის ნაწარმის მიღება.

SLIMMING WORLD

შესაძლებელია 5 კვირაში 6-7 კგ-ის დაკლება. ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ კარტოფილი, ბრინჯი, ბოსტნეული და ხილი. სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს - ბოსტნეული და ცოტაოდენი მოხარშული ხორცი ან თევზი.

როზმარი კონდის დიეტა

შესაძლებელია კვირაში 1-2 კგ-ის დაკლება. მკვეთრად უნდა შეამციროთ ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება და მიირთვათ ბევრი უმი ბოსტნეული. სადილის დროს შესაძლებელია 200 გრ. მოხარშული კარტოფილის, ხორცის ან თევზის მიღება. აუცილებელია ყოველ დილით შეასრულოთ 10-15 წუთიანი მარტივი ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსი.

"კოლექტიური" დიეტა

შესაძლებელია კვირაში 1-2 კგ-ის დაკლება. დიეტის მთავარი არსია წონაში დაკლების რამდენიმე მსურველი უნდა გაერთიანდეს და ერთად დაიწყონ "შიმშილობა". მკაცრად ადევნონ თვალი მიღებული პროდუქტების კალორიულობას, ყოველდღე შეიკრიბონ, აიწონონ და შეაქონ ის, ვინც ყველაზე მეტი წონის დაკლება შეძლო. უცხოელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კოლექტიური მეთოდი ძალიან ამართლებს.

ზონალური დიეტა

შესაძლებელია კვირაში 1-2 კგ-ის დაკლება. შემქმნელების აზრით, ადამიანის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას ნახშირწყლის შემცველი პროდუქტები იწვევს, ამიტომ კვების რაციონიდან მთლიანად უნდა ამოვიღოთ პური, ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, შაქარი, ტკბილეული და ფქვილეულის ნაწარმი.

ატკინსის დიეტა

შესაძლებელია კვირაში 6-7 კგ-ის დაკლება. კვების რაციონიდან მთლიანად უნდა ამოვიღოთ პური, კარტოფილი, კალორიული ხილი (ბანანი, ფორთოხალი), ნამცხვრები, შაქარი და შემწვარი პროდუქტები.

CURVES INTERNATIONAL

შესაძლებელია წონის თანდათან და ეფექტურად დაკლება. ამ ათეულში ყველაზე უცნაური დიეტაა, მაგრამ უცხოელ დიეტოლოგთა აზრით, საკმაოდ ეფექტური. ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიირთვათ მაღალკალორიული საკვები, შოკოლადი, ნამცხვრები, ხორცეული. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში კი კვების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეთ. დიეტა განსაკუთრებით ეფექტურია 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი