ავტორი:

"ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება" - ვახტანგ გომელაური

"ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება" - ვახტანგ გომელაური

ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, განიხილება თუ არა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

ამასთან, როგორც გომელაურმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ ყოფილა.

"ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება. მე, დაახლოებით, 9 წელია რაც თანამდებობაზე ვარ, ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი...“- განაცხადა გომელაურმა.

ასევე იხილეთ: