ავტორი:

"ხშირად ასეთი აღელვებები არის ხელოვნური და ამის რწმენას მაძლევს წარსულის შემთხვევები" - კობახიძე KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე

"ხშირად ასეთი აღელვებები არის ხელოვნური და ამის რწმენას მაძლევს წარსულის შემთხვევები" - კობახიძე KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე

"ქართუი ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

კობახიძე ამბობს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, ნაცმოძრაობის მთავარ აქციაზე რომ "თბილისო" რუსულად შესრულდა, ამით მაშინ არავინ აღელვებულა, ამიტომაც ეს აღელვებები, მისი შეფასებით, ხელოვნურია.

"არ ვიცი როგორც ჩანს ის იყო ერთ-ერთი მაყურებელი და სოლისტმა მოიხმო სცენაზე. არ ვიცი აქ რა განცხადება შეიძლება გაკეთდეს. მე მინდა ასეთი რამ შეგახსენოთ. იყო ასეთი შემთხვევა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ნაცმოძრაობის მთავრ თავყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე რუსულ ენაზე შესრულდა "თბილისო" და მაშინ არავინ აღელვებულა, ვითომ მთავარი ანტირუსული პარტიაა და არავინ აღელვებულა, დღეს კი როდესაც ვხედავთ აღლევებას, აქ არის ხელოვნურობის ძალიან დიდი ნიშნები. ასევე იცით, რომ ელენე ხოშტარია, პრაქტიკულად ყოველთვიურ რეჟიმში იღებს მილიონობით რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან. ამაზეც არავინ არ ღელავს. გიორგი ვაშაძე რუს მდგმურზე აქირავებდა თავის ბინას, ამაზეც არავინ არ ღელავს. ამიტომ მე მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ ასეთი აღელვებები არის ხელოვნური. ის, რომ იქ ადამიანი გულწრფელად აღელდა, ეს გასაგებია, ბუნებრივია. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20 % და მე პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ, მაგრამ მე მგონია, რომ ხშირად ასეთი აღელვებები არის ხელოვნური და ამის რწმენას მაძლევს წარსულის შემთხვევები, როდესაც ნაცმოძრაობის მთავრ აქციაზე ჟღერდება "თბილისო" რუსულად და ამაზე არცერთი ადამიანი არ ღელავს, მე მგონია, რომ სხვა შემთხვევაში ეს აღელვებები არის ხელოვნური". - განაცხადა კობახიძემ შოვში ჟურნალისტებტან საუბრისას.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე The Killers-ის კონცერტი სკანდალით დასრულდა მას მერე, რაც ჯგუფმა სცენაზე დრამერად რუსი ახალგაზრდა აიყვანა. მსმენელთა თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ამას კი დარბაზიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით The Killers-ის მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან და დრამერს დაკვრის საშუალება მისცა, რასაც პროტესტი მოჰყვა.. მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.

ასევე იხილეთ: