ტელეფონის პროგრამები სპამერებს ჯაშუშობაში ეხმარებიან

ტელეფონის პროგრამები სპამერებს ჯაშუშობაში ეხმარებიან

სმარტფონის 101 დანართის შემოწმებამ აჩვენა, რომ 56 მათგანი პიროვნების შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას მესამე პირს გადასცემს. შემოწმდა სმარტფონის დანართები, დაწყებული - თამაშებით დამთავრებული - პროგრამული უზრუნველყოფით.

აღმოჩნდა, რომ  101 დანართიდან ხუთი, სმარტფონის მფლობელის ასაკის, სქესის და სხვა პერსონალური ცნობების შესახებ ცნობებს იძლეოდა. "აიფონის" მუსიკალური დანართი, TextPlus-ი კლიენტების შესახებ ცნობებს 8 უცხო კომპანიას აწვდის.

ამ კომპანიებიდან შვიდი - ზუსტ ინფორმაციას იღებს მომხმარებლის ადგილსამყოფელის შესახებ, სამს კი მომხმარებლის  ტელეფონის ნომრის და ასევე იმ ადამიანის სახელის გაგება შეუძლია, ვისზეც ნაყიდი ნივთია გაფორმებული.

ამ ინფორმაციის უმეტესობა სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანიებში მიდის. კომპანიები, სავარაუდოდ, ინფორმაციას იმისთვის იყენებენ, რომ მომხმარებლების პროფილზე საკუთარი სარეკლამო განცხადებების ადაპტირება შეძლონ.

მომზადებულია The Wall Street Journal-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)