ავტორი:

"აქ მანქანებიც ვეღარ დადიან, ამ წუთებშიც წვიმს... არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება, პატარა მილები ჩაყარეს და იჭედება" - რას ჰყვება სტიქიის ზონიდან მამუკა ღლონტი?

"აქ მანქანებიც ვეღარ დადიან, ამ წუთებშიც წვიმს... არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება, პატარა მილები ჩაყარეს და იჭედება" - რას ჰყვება სტიქიის ზონიდან მამუკა ღლონტი?

გურიაში მოსულმა ჭარბმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ეზოები, სახლები. კაპროვანის ტერიტორიაც წყლით გაივსო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიისა და აჭარის რეგიონებიდან.

ეზო და სახლი პროდიუსერ მამუკა ღლონტსაც დაეტბორა. AMBEBI.GE მამუკა ღლონტს დაუკავშირდა:

- ბოლო წლებია, აქ ასეთი დიდი წვიმა სულ მოდის. არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება და შემდეგ ზღვაში ჩადის, მოსახლოებამ გააკეთა გადასასვლელები, თავიანთ ნაკვეთებამდე მისასვლელები, ოღონდ, ჩაყარეს პატარა მილები, რომლის გაჭედვის შანსი ბევრად დიდია, ვიდრე დიდი მილის შემთხვევაში. ამას სახელმწიფომ ყურადღება არ მიაქცია, არ აუკრძალა, რომ ასეთი რამ არ გაეკეთებინათ, არ გააკეთა მონიტორინგი და არც დღემდე აკეთებს ამას. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ წვიმის წყალი აღარ მიდის არსად და დგება, ტერიტორია იტბორება. კაპროვანს კიდევ არა უშავს, ოდნავ შემაღლებულზეა, ურეკში მანქანებიც ვერ დადიან, ამ წუთასაც წვიმს. ურეკში წარმოიდგინეთ, რამდენი დამსვენებელია, სად უნდა წავიდნენ?!.

- თქვენთან ასეთი შემთხვევა პირველადაა?

- ჩემთან ისეთი შემთხვევა, რომ სახლში წყალი შესულიყო, პირველადაა. სხვა შემთხვევაში დგება ხოლმე, მაგრამ ჩქარა გადის. არხი ადრე მუშაობდა, წყალი იქ ჩადიოდა. მაგრამ თუ სტიქიაა, რა თქმა უნდა, ჩაკეტავს და დაიტბორება.

- წყალი ყველა კოტეჯში შევიდა?

- ჩემთან ერთ კოტეჯში, მაგრამ ახლა დამირეკეს, კაპროვანში ბევრგან არის შესული... ამ არხის ამოვსებას აპირებდნენ, რომ ნაკვეთები გაეკეთებინათ. ეგ რომ შემომითვალეს, ვუთხარი, რომ არ ამოგავსებინებთ-თქო. სახელმწიფომ ამას უნდა მიხედოს, არხი გაწმინდოს და როგორც წესია, ისე გაკეთდეს ეს არხები. არის ბეტონის სპეციალური მილები, მომრგვალებული, რომლიც უნდა ჩადონ, რომ წყალმა თავისუფლად იაროს. არადა, აქ სულ ასე იქნება... ამიტომ, უნდა მიხედონ.

წაიკითხეთ ასევე: