ავტორი:

"პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია" - რა განცხადებას ავრცელებს ღვინის ეროვნული სააგენტო

"პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია" - რა განცხადებას ავრცელებს ღვინის ეროვნული სააგენტო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიის, შპს "ქართული ფესვების" შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა ღვინის ეროვნული სააგენტო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სახელმწიფო საწარმომ შპს "მოსავლის მართვის კომპანიამ" იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა, 2023 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმა შპს "ქართულ ფესვებს", რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე ტარიელ ღარიბაშვილია.

"როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა ასევე მზადყოფნა, რომ შეისყიდდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა. აღნიშნულ კომპანიას, შპს "ქართულ ფესვებს" 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება. მოსავლის მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ "ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე შესაბამისად არ არსებობს არც ხელშეკრულება," - წერია განცხადებაში.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი, მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა და დაწერა:

"ფული საიდან?

ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტო". სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტოს" აქვს შპს "მოსავლის მართვის კომპანია". შპს "მოსავლის მართვის კომპანია"-მ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს "ქართული ფესვები"-ს. შპს "ქართული ფესვები" არის ტარიელ ღარიბაშვილის. 150,000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი). ტარიელმაც აიღო და ბორტი #1 უქირავა შვილს რომ შვილიშვილი წაეყვანა პენსილვანიაში".

ასევე იხილეთ: