ავტორი:

71 წლის მებორნე რიონის პირიდან - ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლავას ფოტორეპორტაჟი

71 წლის მებორნე რიონის პირიდან - ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლავას ფოტორეპორტაჟი

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა სოციალურ ქსელში წლის მებორნე გენო კალაძის შესახებ წერს. უალამზეს ფოტორეპორტაჟში გამდოცემულია ერთი კაცის მრავალწლიანი გზა, რომელიც დილიდან-საღამომდე ერთგულად ემსახურება თანასოფლელებს...

გიორგი ნიკოლავა:

"71 წლის გენო კალაძე 30 წელზე მეტია, რაც ბორანზე მუშაობს, დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე ერთგულად ემსახურება თანასოფლელებს. გასულ საუკუნეში ბორანი ყველა დიდ მდინარეზე ბევრგან იყო, დღეს იგი იშვიათობაა. იმერეთში სამტრედიის რიონისპირა სოფლებში მოსახლეობა ახლაც იყენებს ბორანს".

ამ კუთხეში რიონის მარჯვენა ნაპირი მჭიდროდ არის დასახლებული, ხოლო სავარგულები გადაჭიმულია რიონის გაღმა. სოფლიდან ყანებისკენ უმოკლესი გზა ბორანზე გადის.

აქ ბორნით მიეშურებიან საშოვარზე ბორნითვე გამოაქვთ მონაგარი, სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ დღესაც აგრძელებენ უძველეს ტრადიციას ბორნით მიმოსვლას.

წაიკითხეთ ასევე: