ავტორი:

ჯარჯი თორაძე და თათია შარანგია შერიგებას აპირებენ - რას ამბობენ წყვილის გარემოცვაში და რას წერს თორაძე სოციალურ ქსელში: "წარმატებები ჩვენს "სთორის"

ჯარჯი თორაძე და თათია შარანგია შერიგებას აპირებენ - რას ამბობენ წყვილის გარემოცვაში და რას წერს თორაძე სოციალურ ქსელში: "წარმატებები ჩვენს "სთორის"

ჯარჯი თორაძე და თათია შარანგია შერიგებას აპირებენ. ამის შესახებ Ambebi.ge-ს წყარომ დაუდასტურა. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, წყვილი შერიგებას გუშინ აპირებდა, დღეს კი თორაძემ სოციალურ ქსელში თათია შარანგიას გადაცემის ანონსი გამოაქვეყნა და დაწერა:

"წარმატებები ჩვენ სთორის. ზუსტად ვიცი, რომ სასწაული სეზონი გველოდება...“ - პოსტზე კაცმა საყვარელი ქალი მონიშნა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჯარჯი თორაძესთან ოჯახური ურთიერთობის დასრულების შესახებ თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში პირადად დაწერა. ქალმა გულშემატკივრებს ბოდიშიც კი მოუხადა და დაპირდა, რომ არ დააღალატებდა და აუცილებლად წამოდგებოდა ფეხზე.

პოსტის შემდეგ თათია ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს, თუმცა მეორე დღეს დაშორების შესახებ გამოქვეყნებული სტატუსი წაშალა.

ჯარჯი თორაძე კი თათიას პოსტის მიუხედავად, საყვარელ მეუღლესთან გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებდა. ინსტაგრამის პირად გვერდზე კი სტატუსი დაშორების დღეებშიც არ შეუცვლია.

"ჩემი დედოფლის თათია შარანგიას ქმარი და 5 მშვენიერი შვილის მამა... კაცი, რომელიც დროს არ ატარებს ოჯახთან ერთად, ვერასოდეს იქნება ნამდვილი მამაკაცი“ - უწერია ინსტაგრამზე თორაძეს.

თათია შარანგიას ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, ჯარჯი თორაძეს კი პირველი ქორწინებიდნა ორი შვილი.

წაიკითხეთ ასევე:

"მე და ჯარჯი დავშორდით.... თურმე როგორც არ უნდა ეცადო, იყო საუკეთესო მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე" - რას წერს თათია შარანგია?