ავტორი:

"მოსკოვში ექიმებმა კადიროვის კომიდან გამოყვანა ვერ შეძლეს... გადაწყვიტეს, მისი მკურნალობა უცხოელ ექიმებს დაევალოთ" - რას წერს მედია?

"მოსკოვში ექიმებმა კადიროვის კომიდან გამოყვანა ვერ შეძლეს... გადაწყვიტეს, მისი მკურნალობა უცხოელ ექიმებს დაევალოთ" - რას წერს მედია?

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი რამდენიმე დღეა კომაშია. მას შემდეგ, რაც მოსკოვში გადაიყვანეს, დედაქალაქის ექიმებმა ვერ უშველეს.

ამჟამად კადიროვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იგეგმება, სავარაუდოდ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

"მოსკოვმა ექიმებმა ვერ შეძლეს კადიროვის კომიდან გამოყვანა, გადაწყვიტეს, მისი მკურნალობა უცხოელ ექიმებს დაევალოთ“, - წერს მედია.

ჭორები კადიროვის ავადმყოფობის შესახებ ოპოზიციურმა ჩეჩნურმა არხებმა რამდენიმე თვის წინ გაავრცელეს. კერძოდ, მათ აქვს თირკმლის დაავადება.

რა არის ცნობილი კადიროვის დაავადების შესახებ?

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარდაცვალებამ, შეიძლება გამოიწვიოს დიდი პოლიტიკური კატაკლიზმები რუსეთის ფედერაციაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში აშენებული ურთიერთობები ნგრევას დაიწყებს, - წერს მედია.

კომაში მყოფი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მდგომარეობა და რუსეთის პოლიტიკური პროცესებიდან მისი გაუჩინარება, სამწუხაროდ, არ იმოქმედებს უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში სერიოზული შიდა დესტაბილიზაცია დაიწყება.