ავტორი:

"მერაბიშვილი და ლორთქიფანიძე თუ რამე ძალადობრივს გეგმავენ, მიიღეთ შესაბამისი ზომები. ჩვენ კი ნუ გვაშინებთ…" - გია ხუხაშვილი

"მერაბიშვილი და ლორთქიფანიძე თუ რამე ძალადობრივს გეგმავენ, მიიღეთ შესაბამისი ზომები. ჩვენ კი ნუ გვაშინებთ…" - გია ხუხაშვილი

"საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა", - ამის შესახებ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

ამ საკითხს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება და წერს:

"დღევანდელი სუს-ის განცხადება ერთი ერთზე იმეორებს 2014 წლის უკრაინის სპეცსამსახურების განცხადებების ტექსტს, რომელიც ეფ-ეს-ბეს შპარგალკით იწერებოდა.

შესაბამისად, ახლა ბიძინამ აირჩია იანუკოვიჩის როლი და მაღალი ალბათობით მისი ბედი, რისთვისაც მე პირადად ის არ მემეტება, მიუხედავად უკიდურესი გაბრაზებისა…

P.S. მერაბიშვილი და ლორთქიფანიძე თუ რამე ძალადობრივს გეგმავენ, მიიღეთ შესაბამისი ზომები. ჩვენ კი ნუ გვაშინებთ…"

იხილეთ ასევე: