ავტორი:

როგორ ეხმაურება ირანი მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას?

როგორ ეხმაურება ირანი მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას?

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასერ ქანაანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ესკალაცია ირანის შეშფოთებას იწვევს და ქვეყნის ხელისუფლება ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დაცვისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებს.

განცხადებას ირანული მედია ავრცელებს.

"ირანის ისლამური რესპუბლიკა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ რეგიონის პრობლემები, მათ შორის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება, ამ ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა ქანაანიმ.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე მშვიდობიანი გზით სადაო საკითხების მოგვარებაში რეგიონის ქვეყნების როლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლება მზად არის 3+3 ფორმატში შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

წაიკითხეთ ასევე: