ავტორი:

"მეგობრებო, ამ დღეებში ჩვენი ოჯახი ძალიან შეწუხებული იყო" - კადიროვი ირწმუნება, რომ კლინიკაში ბიძასთან დადიოდა: რა ვიდეოს აქვეყნებს ჩეჩნეთის ლიდერი?

"მეგობრებო, ამ დღეებში ჩვენი ოჯახი ძალიან შეწუხებული იყო" - კადიროვი ირწმუნება, რომ კლინიკაში ბიძასთან დადიოდა: რა ვიდეოს აქვეყნებს ჩეჩნეთის ლიდერი?

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედია, პოლიტიკოსები, ანონიმური წყაროები და "ტელეგრამის" არხები განიხილავდნენ ჩეჩნეთის მუდმივი მეთაურის და პრეზიდენტ პუტინის "ერთგული ჯარისკაცის" რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არსებობდა სხვადასხვა ვარაუდი: ზოგი ამბობდა, რომ კადიროვი საავადმყოფოშია, ზოგის თქმით კი კომაში იყო, თუმცა 17 სექტემბერს გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ კადიროვი წვიმაში სეირნობდა.

ახლა კი, კადიროვმა "ტელეგრამის" საკუთარ არხზე გამოაქვყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალურად მოსკოვის ცენტრალურ საავამდყოფოში ბიძას სტუმრობდა. ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიები ჭორებს ეყრდნობოდნენ და მკითხველს ატყუებდნენ

რამზან კადიროვი:

- მეგობრებო, ამ დღეებში ჩვენი ოჯახი ძალიან შეწუხებული იყო ჩვენი ძვირფასი ბიძის მაგომედ აბდულხამიდოვიჩ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დიდება ყოვლისშემძლეს, ის უკვე გამოჯანმრთელებულია. მოსკოვში სამუშაო მოგზაურობის დროს, პირველივე შესაძლებლობისთანავე ვესტუმრე ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს, სადაც ის კარგ ხასიათზე დამხვდა. საავადმყოფოს საწოლშიც კი კარგად იქცევა და შანსს არ უშვებს ხელიდან ჩვენი დიდი ოჯახის წევრებისთვის ბრძანებები გასცეს. გავახარე ჩემი ძვირფასო ბიძა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე და ჩემი ძვირფასი დედის გამამხნევებელი სიტყვები გადავეცი.

ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ნამდვილად პროფესიონალები არიან. მათი წყალობით ჩვენი ძვირფასი ბიძა ყოვლისშემძლე ალაჰის ნებართვით რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება. ასევე კომენტარს გავაკეთებ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე. დიდება ყოვლისშემძლეს, ცოცხალი და კარგად ვარ და საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა იყოს აურზაური თუნდაც ჩემი ავადმყოფობის შემთხვევაში? თუმცა ამას თავისი უპირატესობა აქვს - ახლა აუდიტორიამ იცის, რომელი მედია და რომელი პირები ატყუებენ ღიად მკითხველს.

წაიკითხეთ ასევე: