ავტორი:

პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატურებს უკან გაიწვევს - მას ეს მიზანშეუწონელი მიაჩნია მანამ, ვიდრე არ გაუქმდება ფარცხალაძის სანქციების შემდეგ თურნავას ბრძანება

პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატურებს უკან გაიწვევს - მას ეს მიზანშეუწონელი მიაჩნია მანამ, ვიდრე არ გაუქმდება ფარცხალაძის სანქციების შემდეგ თურნავას ბრძანება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.

აღნიშნულის თაობაზე გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ.

მისივე თქმით, ხომერიკი და ყეინიშვილი კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაც მიუთითებს.

"როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეს არ იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან შეთანხმებული. ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და არ გამოსწორდება სიტუაცია ეროვნული ბანკის გარშემო. კანდიდატები წარმოდგენილნი არ იყვნენ კომიტეტის სხდომაზე, ეს ასევე მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. უკან გაწვევის რა მექანიზმები არსებობს, დეტალებში არ შევალ, რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, თუ ვინმე მას არღვევს, არღვევს უმრავლესობა კონსტიტუციის 68- ე მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა დაუშვებელია და ყოვლად მიუღებელი. თუ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები თვითონ იტყვიან უარს, ავტომატურად ნიშნავს, რომ გაწვეული არიან. თუ უარს არ იტყვიან, კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით ასეთი თანხმობა არ არსებობს. თუ უყრიან კენჭს და გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი ნება იქნება”, - განაცხადა მსხილაძემ.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად" და იქვე აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია". მანამდე ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქცირების ფარგლებში ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინა.

იხილეთ ასევე: