ავტორი:

"ნაზის 2 შვილი დარჩა, მათზე გადამკვდარი დედა იყო, სულ მუშაობდა... საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა" - რას ჰყვებიან ბოლნისში, ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

"ნაზის 2 შვილი დარჩა, მათზე გადამკვდარი დედა იყო, სულ მუშაობდა... საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა" - რას ჰყვებიან ბოლნისში, ქმრის მიერ მოკლულ ქალზე
  • ფოტოზე: ნაზი ამბარცუმიანი

ტრაგედია მოხდა ქალაქ ბოლნისში, სადაც 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ამ შემზარავ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ბავშვი ცდილობდა მოჩხუბარი მამის გაჩერებას, რა დროსაც მან დაზიანება ფეხის არეში მიიღო, საბედნიეროდ, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რაც შეეხება მამაკაცს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. იოანე კაზაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი საზღვარგარეთ წასვლას უკავშირდებოდა. ადგილობრივების ცნობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლა მოკლულ ქალს სურდა, ქმარი კი, რუსეთიდან საქართველოში ახალი ჩამოსული იყო.

AMBEBI.GE მოკლული ქალის, ნაზი ამბარცუმიანის ახლობლებს ესაუბრა:

"ნაზი 2 წლის წინ გავიცანი, "ეივონში" მუშაობდა და პროდუქციას ვუკვეთავდი. ძალიან კარგი გოგონა იყო. 2 შვილი ჰყავს, გოგონა და ბიჭი. რაც ვიცნობ, მის ცხოვრებაში ქმარი არ მინახავს. სულ მარტოს ვხედავდი, გარეთაც და სახლში. სულ მუშაობდა, სულ საქმეებზე დარბოდა, შვილებზე გადამკვდარი დედა იყო" - ამბობბს ერთ-ერთი ახლობელი.

"ეს ამბავი ჩემთვის უდიდესი შოკი იყო. ნაზი ძალიან ჩაკეტილი გოგო იყო. თავის პირადზე არ საუბრობდა. როგორც ვიცი, ქმართან გაშორებული არ იყო, მაგრამ გაშორება უნდოდა. ისიც ვიცი, რომ კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. ბოლოს რუსეთში იყო წასული და ნაზი ამბობდა, არაფერს არ მიგზავნისო და მაგაზე ჰქონდათ კონფლიქტი. ნაზისაც უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა, საბუთებიც მზად ჰქონდა, პოლონეთში აპირებდა გამგზავრებას" - გვიყვება მოკლული ქალის კიდევ ერთი ახლობელი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: