ავტორი:

თეა წულუკიანის ბრძანებით, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები გაუქმდა

თეა წულუკიანის ბრძანებით,  კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები გაუქმდა

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები გაუქმდა. ინფორმაციას თავად კონსერვატორია ავრცელებს.

"საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება.

ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის.

"თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც ის, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს" - აღნიშნა მინისტრმა.

წაიკითხეთ ასევე: