ავტორი:

კრემლის "მეგობრები" - რუსეთს "თალიბანის" დელეგაცია სტუმრობს: რა სურთ მათ და რა მიზნით ჩავიდნენ "თალიბები" ყაზანში (ფოტოები)

კრემლის "მეგობრები" - რუსეთს "თალიბანის" დელეგაცია სტუმრობს: რა სურთ მათ და რა მიზნით ჩავიდნენ "თალიბები" ყაზანში (ფოტოები)

"თალიბანის“ დელეგაცია (სხვათაშორის, "თალიბანი" რუსეთში ოფიციალურად აკრძალულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია), ავღანეთის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით, ყაზანში ჩავიდა.

თალიბები "მოსკოვის ფორმატის მოლაპარაკებებში“ მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენო RIA წერს.

გამოცემის ცნობით, "თალიბებს" სურთ განიხილონ ავღანეთში არსებული ვითარება, რეგიონალური უსაფრთხოება და ქვეყნის პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია.

აღსანიშნავია, რომ "მოსკოვის ფორმატის“ პირველი შეხვედრა ავღანეთის კოფლიქტის მოგვარების განსახილველად, გაიმართა 2017 წლის 14 აპრილს. მაშინ შეხვედრას 11 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ - რუსეთი, ავღანეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ირანი, ინდოეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი.

აღსანიშნავია, რომ "თალიბების" რუსეთში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთი პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ზამირ ქაბულოვმა განაცხადა, რომ "თალიბანის" წარმომადგენლები არსებითად ტერორისტები არ იყვნენ.

ავტორი: ანრი კურტანიძე