ავტორი:

"როცა ხუთი წუთი გავიდა და ჯერ კიდევ არ გითხოვია მილიარდი დოლარის დახმარება" - მასკი ზელენსკის შესახებ სკანდალურ მიმს აქვეყნებს: როგორ უპასუხეს უკრაინაში მილიარდერს

"როცა ხუთი წუთი გავიდა და ჯერ კიდევ არ გითხოვია მილიარდი დოლარის დახმარება" -   მასკი ზელენსკის შესახებ სკანდალურ მიმს აქვეყნებს: როგორ უპასუხეს უკრაინაში მილიარდერს

მილიარდერმა სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი "ტვიტერი") ფლობელმა, ილონ მასკმა, ამავე სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ მიმი გამოაქვეყნა.

  • ეს სოცქსელებში პოპულარული ფოტოა, რომელსაც მასკმა ზელენსკის სახე მოარგო. მასზე ვხედავთ უკრაინის პრეზიდენტს დაძაბული გამომეტყველებით. ფოტოს თან ახლავს წარწერა: "როცა უკვე ხუთი წუთი გავიდა და ჯერ კიდევ არ გითხოვია მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება".

მასკის პოსტმა გამოქვეყნებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში 34 000-ზე მეტი კომენტარი დააგროვა. კომენტარების ავტორთა უმრავლესობა გმობს ფოტოს შინაარსს და მასკს აკრიტიკებს. ადამიანები წერენ ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

ამ პოსტს მოჰყვა სოციალურ ქსელში მასკის ფოტოების გამოქვეყნება წარწერით "როცა უკვე ხუთი წუთია გასული და ჯერ ერთი სისულელეც არ გითქვამს“,

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკს უკრაინის რადამ სოციალურ ქსელში უპასუხა. რადას ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს ილონის ფოტო, დაძაბული გამომეტყველებითა და წარწერით:

"როდესაც ხუთი წუთი გავიდა და რუსული პროპაგანდა არ გაგივრცელებია“.

აღსანიშნავია რომ რადას გვერდზე მოგვიანებით ეს პოსტი წაშალეს. უცნობია რადას ინიციატივა იყო მისი გამოქვეყნება თუ სოციალური ქსელის ადინისტრატორების.

BBC-მ მასკის მიერ გამოქვეყნებულ ზელენსკის მიმს შეურაცხმყოფელი უწოდა, ხოლო უკრაინელმა პუბლიცისტმა მიხაილო ტკაჩმა მილიარდერს ღია წერილით მიმართა სადაც ნათქვამია: "მსოფლიოს გადარჩენა ბიზნესი არ არის“.

  • შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ილონ მასკის, როგორც Twitter-ის მფლობელის ქმედებები, რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს.

რა წერია ანგარიშში - წაიკითხეთ ვრცლად

ავტორი: ანრი კურტანიძე