ავტორი:

"შედარებით საგრძნობი მიწის რხევა რომ გამოიწვიო, 2 მილიონი კგ უნდა ააფეთქო" - რას წერს თეა გოდოლაძე

"შედარებით საგრძნობი მიწის რხევა რომ გამოიწვიო, 2 მილიონი კგ უნდა ააფეთქო" - რას წერს თეა გოდოლაძე

"გაქანებული "ნაციონალია“, ერთადერთი ინტერესი აქვს, რომ ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში დაზაფროს", - განაცხადა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძის შესახებ საუბრისას. "იმედის კვირის“ ინფორმაციით, "დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას და ამ აფეთქებით გამოწვეული ბიძგების, როგორც მიწისძვრის შესწავლას გეგმავდა.

აღნიშნულ თემაზე თეა გოდოლაძემ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მორიგი განცხადება გამოაქვეყნა:

"ზღაპრების რომ არ დაიჯეროთ, ციფრებს ენდეთ. მაგნიტუდა 2 მიწისძვრა 56 კგ საფეთქი მასალის აფეთქების ტოლფასია. 1800 კგ მაგნიტუდა 3-ის. მაგნიტუდა 2-ს ვერ გრძნობს ადამიანი.

რაღაც სისულელე რომ შეთხზა გუშინ საბა ხვიჩიამ, ნეტა ეს სისულელე ან ვინ უთხრა, ან ციფრები საიდან მოიტანა შედარებით საგრძნობი მიწის რხევა რომ გამოიწვიო 2 მილიონი კგ უნდა ააფეთქო.

ფანტაზიორობას შეეშვით თუ ღმერთი გწამთ რა მაინტერესებს რიკოთზე რამდენ კილოგრამს აფეთქებენ სახლები რომ ენგრევა ხალხს. რომ არ კონტროლდება ვიცი. მოსახლეობამ მოითხოვა და არ მიგვიშვეს", - წერს თეა გოდოლაძე.