ავტორი:

ილონ მასკს გრაიმსი სასამართლოში უჩივის - მირილარდერი ყოფილ პარტნიორს შვილთან მიახლოებას უკრძალავს

ილონ მასკს გრაიმსი სასამართლოში უჩივის - მირილარდერი ყოფილ პარტნიორს  შვილთან მიახლოებას უკრძალავს

კანადელი მომღერალი გრაიმსი, ილონ მასკს თავიანთ სამ შვილზე მეურვეობის მოსაპოვებლად სასამართლოში დაუპირისპირდება.

გრაიმსმა, რომლის ნამდვილი სახელიც კლერ ბაუჩერია, 29 სექტემბერს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს, რომ დაცული იყოს მისი, როგორც მშობლის უფლებები. რადგან გრაიმსის თქმით, ილონი მას ერთ-ერთ შვილთან (უცნობია რომელთან) მიახლოებას უკრძალავს.

35 წლის მომღერალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

გრაიმსი ამტკიცებს, რომ მასკი მისთვის შეუძლებელს ხდის ვაჟთან მიახლოებას. მომღერლის მიერ შეტანილი საჩივრის დეტალები საჯაროდ არაა ცნობილი და ის დამატებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

მომდევნო დღეს, გრაიმსმა ბოდიში მოიხადა პოსტის გამოქვეყნებისთვის, თუმცა სასამართლო დავაზე უარს არ ამბობს. ქალს სურს, რომ მისი შვილები საზოგადოების ყურადღებისგან შორს, პრივატულ სივრცეში გაიზარდონ.

გრაიმსს და მასკს პირველი შვილი, X Æ A-1, იგივე X, 2020 წლის მაისში შეეძინათ, ხოლო მეორე გოგონა, სახელად Exa Dark Sideræl, რომელსაც ასევე Y-ს ეძახიან, 2021 წლის დეკემბერში, სუროგაციის გზით გაჩნდა. წყვილს მესამე შვილი, Techno Mechanicus, იგივე ტაუც ჰყავთ, რომელიც შარშან, ივნისში დაიბადა. ტაუს შესახებ ილონ მასკის ბიოგრაფიული წიგნიდან გახდა ცნობილი, რომელიც სულ ახლახან გამოიცა.

52 წლის ილონ მასკს 3 სხვადასხვა ქალისგან უკვე 11 შვილი ჰყავს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა