26 დეკემბერს აზებაიჯანული ტელეარხი ANS საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს გადასცემს. მანამდე კი, ტელერხი ინტერვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს.
მიხელ სააკაშვილი მოსკოვში, დეკემბერში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მოსკოვის არეულობები რუსეთიდან კავკასიელების გაძევებისკენ არის მიმართული.
"საჭიროა, ილუზიების გარეშე იცხოვრო, 2008 წლის ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს ომი 2006 წლის მოვლენების გაგრძელება იყო, როდესაც ქართველებსა და კავკასიის სხვა წარმომადგენლებს რუსეთიდან ასახლებდნენ. 2008 წელს ჩვენ ყველაფერს კარგად მივხვდით, დღევანდელი მოვლენები, ერთი ჯაჭვის რგოლია, რომლიც ძალიან მტკიცედ არის აგებული. სინამდვილეში ლამპრიდან ჯინი უკვე გამოუშვეს, თანდათანობით საშიშ ფორმებს იღებს და ამის სტიმულირება ძალიან მარტივია, წარსული მდგომარეობის აღდგენა კი შეუძლებელია" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ANS-თან საუბარში.