ავტორი:

"მზად ვართ ყველაზე ცუდი სცენარისთვის" - "ჰამასის" წევრი

"მზად ვართ ყველაზე ცუდი სცენარისთვის" - "ჰამასის" წევრი

"ჰამასის" წევრის, სალეჰ ალ-არურის განცხადებით, შეიარაღებული დაჯგუფება მზად არის „ყველაზე ცუდი სცენარისთვის".

მისი მტკიცებით, „ჰამასი“ მზად არის „ყველა ვარიანტისთვის, მათ შორის ომისა და ესკალაციისთვის ყველა დონეზე".

"ჩვენ მზად ვართ ყველაზე უარესი სცენარისთვის, მათ შორის სახმელეთო შემოჭრისთვის, რაც საუკეთესო იქნება ჩვენთვის ამ ბრძოლის დასასრულის გადასაწყვეტად“, - განაცხადა ალ-არაურმა „ალ -ჯაზირასთან“ საუბარში.

მისი მტკიცებით, მიმდინარეობს „ინტენსიური საერთაშორისო და რეგიონალური ძალისხმევა" კრიზისის დასასრულებლად, „მაგრამ ახლა არაფერი იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბრძოლა“.

ბოლო ინფორმაციით, :ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. დაშავებულია ასობით ადამიანი.

"დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი მძიმედ, საშუალო სიმძიმით და მსუბუქადაა დაჭრილი“ - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საავადმყოფოებში 9000-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

წაიკითხეთ ასევე: