ავტორი:

ისრაელი მეორე ფრონტის გახსნის საშიშროების წინაშეა: ბრძოლებში ლიბანიდან "ჰეზბოლა" ჩაერთო - ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 15 რაკეტა გაისროლა

ისრაელი მეორე ფრონტის გახსნის საშიშროების წინაშეა: ბრძოლებში ლიბანიდან "ჰეზბოლა" ჩაერთო - ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 15 რაკეტა გაისროლა

უკვე მესამე დღეა, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით თავდასხმები დაიწყო. სამშაბათს, ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ავივიმის რაიონში, ისრაელის სამხედრო მანქანას ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ესროლა. ისრაელმა ლიბანის თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის თქმით, "ჰეზბოლამ" 15 რაკეტა გაისროლა, რომელთაგან ოთხის შეჩერება მოხერხდა, 10 კი ღია სივრცეში ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კვირას ჰეზბოლამ რამდენიმე რაკეტა ესროლა ისრაელის სამხედრო პოზიციებს სადავო საბაას მეურნეობებში/დოვის მთაზე, რასაც "პალესტინის სოლიდარობის აქტი" უწოდა.

მანამდე "ჰეზბოლამ" მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელებს და თქვა, რომ მისი "იარაღები და რაკეტები" მათთანაა.

შეერთებულმა შტატებმა ლიბანის ტერორისტული ორგანიზაცია გააფრთხილა და ომში ჩართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, "ჰეზბოლა“ ლიბანის ტერიტორიაზე დაფუძნებული შიიტური ისლამისტური ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს ერთთვიან ომს აწარმოებდა ისრაელთან. იგი სამხედრო წვრთნას, შეიარაღებასა და ფინანსებს ირანიდან, ხოლო პოლიტიკურ მხარდაჭერას სირიისგან იღებს.

წაიკითხეთ ასევე: