ავტორი:

"მაყურებელს დიდ თავგადასავალს ვპირდებით" - პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან და ნანა სტამბულიშვილის ერთობლივი "სელფი" ახალ პარტნიორთან

"მაყურებელს დიდ თავგადასავალს ვპირდებით" - პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან და ნანა სტამბულიშვილის ერთობლივი "სელფი" ახალ პარტნიორთან

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი თურქული სერიალი, სადაც მთავარ როლს ქართველი მოცეკვავე და მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თამაშობს, მისმა პარტნიორმა ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანმა დატოვა.

საუბარია სერიალზე სახელად Emanet, საიდანაც მთავარი როლის შემსრულებლის წასვლამ მის ფანებს გული ძალიან დასწყვიტა. ეს სერიალი ნანა სტამბოლიშვილის გამო საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანს სერიალ "დაკარგული ქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკ ჯელილაი შეცვლიდა.

სერიალის თაყვანისმცემლებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ სექსუალურ ჰალილს კვლავ ნახავდნენ სერიალის ახალ სეზონში, თუმცა როგორც ირკვევა, მისი გმირი, იამანი მოკლეს.

Emanet-ის მეოთხე სეზონი უკვე ემზადება აუდიტორიასთან შესახვედრად. ახალი სეზონი პატარა იუსუფისა და მისი ძიძის, ნანას ახალ ცხოვრებაზეა, რომლებიც იამანის გარდაცვალების შემდეგ მარტოები დარჩნენ.

ნანა და იუსუფი, იამანის მტრებს ემალებიან და ქალაქის ბნელ ქუჩებს აფარებენ თავს, ისინი ახლა სულ მარტოები არიან. სანამ ნანა და იუსუფი ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობენ, მათ დასახმარებლად პოირაზი გამოჩნდება, რომლის როლსაც ნიკ ჯელილაი თამაშობს.

პოირაზი, მეზობლის ბიჭი, რომელიც არ ერიდება უბედურებას, ახალ ცხოვრებას სთავაზობს ნანას და იუსუფს.

ნანუკასა და ნიკის პირველი საერთო სელფი

ის მათ გადარჩენას პირდება. მიიღებენ თუ არა პოირაზის შეთავაზებას ნანა და იუსუფი, რომლებსაც სხვაგან წასასვლელი არ აქვთ? - რეჟისორები ახალ სეზონში სერიალის ფანებს დიდ თავგადასავალს ჰპირდებიან.

ფანები ნიკსა და ნანუკას დიდი ინტერესით ელოდებიან და აკვირდებიან. მათ სოციალურ ქსელში უკვე პირველი საერთო სელფიც გამოაქვეყნეს.