ავტორი:

ისრაელელი ქალები "ჰამასის" შეიარაღებულ რვა პირს სასწაულებრივად დაუსხლტნენ - როგორ გადაურჩა ორი ქალი სიკვდილს

ისრაელელი ქალები "ჰამასის" შეიარაღებულ რვა პირს სასწაულებრივად დაუსხლტნენ - როგორ გადაურჩა ორი ქალი სიკვდილს

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1417-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ, South First Responders Telegram-ის არხზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ორი ისრაელელი ქალი "ჰამასის" ჯარისკაცებისგან თავის დაღწევას.

როგორც გაირკვა, ქალები კიბუციდან (სასოფლო-სამეურნეო კომუნა) გაქცევას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ თეთრ მანქანას "ჰამასის" მანქანა მიუახლოვდა. მანქანიდან საიდანაც რვა ჯარისკაცი გადმოვიდა და ქალების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ქალები იძულებულები იყვნენ მანქანას ამოფარებოდნენ. საბოლოოდ, ისრაელელი ჯარისკაცი გამოჩნდა და მათ დაეხმარა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სროლის შედეგად მანქანის უკანა შუშა ჩაიმსხვრა. "ჰამასის" წევრებმა ტერიტორია დატოვეს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/cWxC3I_GdP8?si=5_2HabGtyPFcrY99" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

წყარო