პატრიარქმა ახალი ქართველი მილიონერი და მისი ოჯახი დალოცა

პატრიარქმა ახალი ქართველი მილიონერი და მისი ოჯახი დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი ქართველი მილიონერი და მისი ოჯახი დალოცა.

ზამირა თორდინავა, რომელმაც ჯეკპოტში 4,4 მლნ ლარი მოიგო, ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა და იგი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დალოცა. თორდინავა აპირებს მოგებული თანხის ნაწილი ეკლესიას გადასცეს. "უპირველესად რასაც გავაკეთებ, გარკვეულ თანხას ეკლესიას შევწირავ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - აღნიშნა თორდინავამ შეხვედრის შემდეგ.

ზამირა თორდინავა პირველია, რომელმაც ჯეკპოტით 4,4 მლნ ლარი მოიგო.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"