ავტორი:

რომელმა დეპუტატმა დააჭირა წითელ ღილაკს და ვინ დადგა "ოცნების" გვერდით 86-ე მომხრედ - კენჭისყრის დეტალები

რომელმა დეპუტატმა დააჭირა წითელ ღილაკს და ვინ დადგა "ოცნების" გვერდით 86-ე მომხრედ - კენჭისყრის დეტალები

18 ოქტომბერს, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე სხდომა გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.

  • პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა - 100 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.

ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი?

როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, დღეს დარბაზში სულ 90 დეპუტატი იმყოფებოდა - 85 "ოცნების", 3 - "გირჩის“ წარმომადგენელი და ალეკო ელისაშვილი. აქედან პრეზიდენტის იმპიჩმენტს "ოცნებამ" სრულად დაუჭირა მხარი - 85 ხმა მას ეკუთვნის, 86-ე კი "ევროპელის სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯია იყო (დავით ზილფიმიანი კენჭისყრას არ ესწრებოდა). ერთადერთი წითელი ღილაკის ავტორი ალექსანდრე ელისაშვილია, მან პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ელისაშვილის განმარტებით , კენჭისყრაზე დასწრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მიხვდა, იმპიჩმენტის საფრთხე არ იდგა.

"გეგონება, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებული იყოს, არანაირი პრობლემა არ არსებობდეს და ხალხს მეტი დარდი არ ჰქონდეს, რომ აი პრეზიდენტი ვიღაცას შეხვდა და დაგვექცა ქვეყანა და დაგვემხო თავზე კონსტიტუცია, აბსურდი და რეალობას მოწყვეტილი იყო მთელი ეს პროცესი და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის წინააღმდეგი ვიყავი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: