ავტორი:

"ჰამასი": "სახმელეთო ოპერაცია ღაზას ჯოჯოხეთად და ისრაელს სასაფლაოდ გადააქცევს"

"ჰამასი": "სახმელეთო ოპერაცია ღაზას ჯოჯოხეთად და ისრაელს სასაფლაოდ გადააქცევს"

"ჰამასის" სპიკერი ღაზი ჰამადი BBC-სთან ამბობს, რომ სახმელეთო ოპერაცია ღაზას "ჯოჯოხეთად და ისრაელს სასაფლაოდ გადააქცევს."

"ჩვენ მზად ვართ პოზიტიურად გადავჭრათ მძევლებისა და პატიმრების პრობლემა. ჩვენ მზად ვართ გავათავისუფლოთ ისინი, მაგრამ ამისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა არსებობდეს. ღაზას სექტორში აგრესია უნდა შეწყდეს და დახმარება უნდა შემოვიდეს ღაზაში.

ჩვენ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ყატარში ძმებთან. მათ დიდი როლი ითამაშეს (წინა დღით ორი მძევლის გათავისუფლებაში).

ზოგიერთი მძევალი ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა. მძევლებს პატივისცემით და ღირსებით ვეპყრობით და არანაირ ზიანს არ ვაყენებთ მათ.

(სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში) ღაზა იქცევა სრულ ჯოჯოხეთად, ისრაელის სასაფლაოდ. არ ვიცი, რა ბედი ეწევა მძევლებს, რადგან სიტუაცია უფრო გართულდება. მე არ შემიძლია ამ ადამიანების უსაფრთხოების გარანტია გავცე" - ამბობს ჰამადი.