ავტორი:

ვალერი მელაძის თქმით, მისი ძმის და ვერა ბრეჟნევას ოჯახი პოლიტიკის გამო არ დანგრეულა - როგორც ამბობენ, 60 წლის კონსტანტინეს ახალი შეყვარებული ჰყავს, რომელიც 22 წლისაა

ვალერი მელაძის თქმით, მისი ძმის და ვერა ბრეჟნევას ოჯახი პოლიტიკის გამო არ დანგრეულა -  როგორც ამბობენ, 60 წლის კონსტანტინეს ახალი შეყვარებული ჰყავს, რომელიც 22 წლისაა

უკვე რამდენიმე თვეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონსტანტინე მელაძე და ვერა ბრეჟნევა ერთმანეთს დაშორდნენ. რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, წყვილმა მოსკოვში მდებარე სასახლე დატოვა და იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად.

რამდენიმე დღის წინ, ვერა ბრეჟნევამ საბოლოოდ დაადასტურა ჭორი და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონსტანტინე მელაძეს 8-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ჭორების თანახმად, წყვილს შორის უთანხმოება პოლიტიკის გამო მოხდა: ვერამ, სავარაუდოდ, მელაძეს მოსთხოვა, რომ საჯაროდ დაეჭირა მხარი უკრაინისთვის, რაზეც კომპოზიტორმა უარი განაცხადა. მიზეზად კი რუსეთში არსებული უძრავი ქონება და ბიზნესი დაასახელა.

წყვილის შესახებ პირველი ოფიციალური კომენტარი რუსულ მედიასთან ვალერი მელაძემ გააკეთა. ჭორი იმის შესახებ, რომ ისინი პოლიტიკის გამო დაშორდნენ, უარყო და სისულელე უწოდა.

"აბა, ასეთი სისულელე როგორ მოგდით თავში?! კოსტია, აბსოლუტურად, აპოლიტიკური ადამიანია. მათ დაშორებისთვის დიდი პირადი უთანხმოება ჰქონდათ, - განაცხადა ვალერი მელაძემ. მისი ძმა ამჟამად ისევ იტალიაში ცხოვრობს.

ვერასთან შეხვედრამდე ცნობილი კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე დაქორწინებული იყო იანა სუმზე. წყვილს სამი შვილი შეეძინა, რომლებიც 19-წლიანი ქორწინების დანგრევის შემდეგ, დედასთან დარჩნენ. რუსული მედია დღემდე წერს, რომ ვერამ კომპოზიტორი ოჯახიდან "მოიპარა“.

"მე ვარ ერთ-ერთი იმ ქალთაგანი, რომელიც მოატყუეს. როდესაც ამაზე ეჭვი გამიჩნდა, ქმრის ტელეფონი ვნახე. ერთ დღეს, უბრალოდ, ვერ გავუძელი ამ ყველაფერს და ვერას ნომერი ავკრიფე. ვუთხარი:

"არ მაქვს პრეტენზია და არც გსაყვედურობ. ჩემთვის ეს ზარი უკვე დამცირებაა, მაგრამ მაინტერესებს გავიგო, რა ხდება ჩემს ოჯახში", - ამაზე მან ტყუილით მიპასუხა:

"ჩვენ გვაქვს სამუშაო და მეგობრული ურთიერთობა - ეს ყველაფერი მამა-შვილის ურთიერთობას ჰგავს... ის ნამდვილად ჩემი დამრიგებელია. მაგრამ მეტი არაფერი ხდება ჩვენს შორის, ”- ასე გაიხსენა წლების შემდეგ მელაძის პირველმა ცოლმა ვერა ბრეჟნევასთან საუბარი.

როგორც ამბობენ, 60 წლის მელაძეს ახალი შეყვარებული ჰყავს, რომელიც 22 წლისაა.

ის "VIA Gra"-ს ყოფილი სოლისტი და შოუ "ვოისის" მონაწილე სოფია ტარასოვაა. მათ ახლახან ერთად ჩაწერეს ლირიკული კომპოზიცია "რატომ მე?“. ინტერნეტში წერენ, რომ ახალგაზრდა ვოკალისტთან რომანი ერთგვარი ბუმერანგი გახდა ბრეჟნევასთვის, რომელმაც ოდესღაც იანა სუმს ოჯახი მსგავსი მეთოდებით დაუნგრია.

სოფია ტარასოვა

ამჟამად ვერა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ცხოვრობს და მოგზაურობს. ის წერს სიმღერებს მშობლიურ, უკრაინულ ენაზე და ასევე ცდილობს საკუთარ თავი ახალ სფეროში მოსინჯოს - მან დაიწყო ტრანსფორმაციის მარათონი, რომელიც დაეხმარება ქალებს სულიერ და პიროვნულ განვითარებაში.

იხილეთ ასევე: