ავტორი:

"მსოფლიო ლიდერებმა, სავარაუდოდ, ისრაელის ხელისუფლებას წაუყენეს პირობა..." - მთავარი ფაქტორი, რის გამოც ღაზაში სახმელეთო ოპერაცია არ იწყება

"მსოფლიო ლიდერებმა, სავარაუდოდ, ისრაელის ხელისუფლებას წაუყენეს პირობა..." - მთავარი ფაქტორი, რის გამოც ღაზაში სახმელეთო ოპერაცია არ იწყება
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

"ჰამასის“ მიერ ისრაელის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული სასტიკი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმიდან 17 დღე-ღამე გავიდა, მაგრამ „ცახალს“ ჯერ კიდევ არ დაუწყია სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში და ეტყობა უახლოეს მომავალში ვერ და არც დაიწყებს...

საქმე ის არის, რომ „ჰამასმა“ მძევლების თანდათანობით გამოშვება დაიწყო - ყატარის შუამავლობით „ჰამასმა“ ჯერ ამერიკელი დედა-შვილი გაანთავისუფლა, შემდეგ ორი მოხუცი ებრაელი მანდილოსანი, ეხლა საუბარია კიდევ 50 მძევლისთვის თავისუფლების დაბრუნებაზე...

"ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ღაზას სექტორის სასაზღვრო ღობის აფეთქებისა და განგრევის შემდეგ ჯერ დივერსიული თავდასხმები განახორციელა ამ ღობის გასწვრივ განთავსებულ საგუშაგოებზე, საიდანაც ტყვედ აიყვანა „ცახალის“ სამხედროები, ხოლო შემდგომ ახლომდებარე კიბუცებზე და მუსიკალურ ფესტივალზე უკვე ტერორისტული შეტევები მოაწყო, საიდანაც უკვე მშვიდობიანი მოქალაქეები მძევლებად „წაასხა“ და ღაზას სექტორში გადაიყვანა.

თავდაპირველად, მძევლებისა და ტყვეების საერთო რიცხვი ასიოდე ადამიანით იყო შეფასებული, თუმცა დაზუსტების შემდეგ მათი რაოდენობა ორჯერ მეტი-222 მძევალი აღმოჩნდა, რომელთაგან ამ მომენტისთვის 4 უკვე გათავისუფლებულია.

მძევლების რიცხვში ისრაელის გარდა, აშშ-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებიც არიან, რომელთა ახლობლები დაჟინებით მოითხოვენ თავიანთი ხელისუფლებებისგან, რომ მძევლების განთავისუფლება ნებისმიერი დათმობის ხარჯზეც კი მოხდეს.

მძევლების სამშვიდობოზე გამოსაყვანად კი მხოლოდ ორი ხერხი არსებობს - ან ისრაელის სპეცსამსახურები მეგობარი ქვეყნების ანტიტერორისტულ რაზმებთან ერთად აწყობენ სპეციალურ ოპერაციებს ღაზას სექტორში ან გრძელდება მოლაპარაკებები შუამავლების საშუალებით მძევლების მშვიდობიანი გათავისუფლებისთვის.

"ჰამასმა“ მძევლების აყვანისთანავე განაცხადა, რომ სათითაოდ, ერთმანეთის მიყოლებით დახოცავდა მათ, თუკი ისრაელი საჰაერო დარტყმებს განახორციელებდა და ტანკებით შეიჭრებოდა ღაზას სექტორში...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: