ავტორი:

"ჰამასი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 50 ტყვე დაიღუპა

"ჰამასი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 50 ტყვე დაიღუპა

"ჰამასი" აცხადებს, რომ დაახლოებით 50 ტყვე დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. "ჰამასის" სპიკერმა აბუ ობეიდამ განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპული მძევლების სავარაუდო რაოდენობა დაახლოებით ორმოცდაათია. განცხადება ალ-კასამის ბრიგადების ტელეგრამის არხზე გამოჩნდა.

ამ განცხადების გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებით ჯერჯერობით შეუძლებელია. განცხადებაში დამატებითი დეტალები არ არის მითითებული, იტყობინება Reuters.

მანამდე პალესტინის მოძრაობამ იტყობინებოდა, რომ ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 21 მძევალი დაიღუპა. საუბარი იყო ასევე ოთხ უცხოელზე.

Times of israel ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ჰამასი" მიზანიმიმართულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას. ისრაელის ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებიათ.

ცნობილია, რომ "ჰამასი" ხშირად აკეთებს მსგავს განცხადებებს და ასევე ეწევა ფსიქოლოგიურ ომს მძევლების ოჯახების, ისევე როგორც ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ.