საქართველოს კანონმდებლობით, საახალწლოდ უქმე დღეები მხოლოდ 1 და 2 იანვარია

საქართველოს კანონმდებლობით, საახალწლოდ უქმე დღეები მხოლოდ 1 და 2 იანვარია

საქართველოს კანონმდებლობით, საახალწლოდ უქმე დღეები მხოლო 1 და 2 იანვარია.

"შრომის კოდექსის" თანახმად, იანვარში კიდევ ორი უქმე დღეა: 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე და 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე.

თუმცა, "შრომის კოდექსის" თანახმადვე, დასაქმებული უფლებამოსილია, კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.

1, 2, 7 და 19 იანვარს დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"