ავტორი:

"სააკაშვილმა მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო, ვის გულისხმობდა" - ანა წითლიძე

"სააკაშვილმა მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო, ვის გულისხმობდა" - ანა წითლიძე

სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო, ვის გულისხმობდა - მეორე განცხადებით შანსი მისცა ამ ადამიანებს, დაასრულონ შიდა დომხალი,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

ამასთან, მელიას ბრალდებას, რომ "სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაშია“, წითლიძე "არასერიოზულს“ უწოდებს.

"რა გამოდის, მაშინ ბოლო სტატუსიც ორმაგ ტყვეობაში რომ იყო, ისე დაწერა? ძალიან არასერიოზულია ეგ ამბავი“,- აღნიშნა წითლიძემ.

მისივე თქმით, ადამიანებს, ვინც პარტიას არყევს და ვისი რიტორიკაც ხშირად ემთხვევა სახელისუფლებო რიტორიკას, შეუძლიათ სააკაშვილის ბოლო განცხადება მიიღონ, როგორც სააკაშვილის დიდსულოვნება.

"სააკაშვილი ყოველთვის ხელს უწყობდა ერთობას, ყოველთვის ყველასთან ცდილობდა კომუნიკაციას, რომ ეს შიდა გაუგებრობა და რყევები დასრულებულიყო, მისი პირველი სტატუსი იყო მკაფიო და ეს მან თქვა სასამართლო სხდომაზე, მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ. ყველასთვის ცხადია და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო მისი განცხადების პათოსი, ვის გულისხმობდა. გულისხმობდა ყველა იმ ადამიანს, ვინც პარტიაში ხელს უწყობს იმას, რომ მთავარი სამიზნიდან, ივანიშვილიდან ისრები გადავიდეს საერთოდ სხვა რამეზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას აძლევს შანსს, მას შემდეგ, რაც სწორად განსაზღვრავს სამიზნეს და მიუთითებს შეცდომისკენ, შემდეგ ყველას აძლევს კიდევ ერთ შანსს იმისთვის, რომ დაასრულონ ეს შიდა გაუგებრობა. არ ვთვლი, რომ წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთა, პირველი განცხადებით მკაფიოდ თქვა, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, უნდა ჰქონდეს გამოსავალი და მიუთითა ყველა ამ ადამიანს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, მეორე სტატუსით მისცა შანსი ამ ადამიანებს, რომ დაასრულონ ეს შიდა დომხალი და გადაერთონ მთავარ სამიზნეზე,“ - განაცხადა წითლიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც ახალ სახეებს ეხება, წითლიძე ამბობს, რომ ახალი სახეები არამხოლოდ "ნაცმოძრაობას“, მთლიანად ოპოზიციას სჭირდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ძველ სახეებს ჩაანაცვლებენ.

"აბსოლუტურად ვიზიარებ და მგონია, რომ არა მხოლოდ "ნაცმოძრაობას“, მთელ პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება ახალი სახეები და ახალი სახე არის ყოველთვის ახალი სისხლი, სიახლის შემომტანი პოლიტიკაში. თუ გადახედავთ "ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიას, ყველა არჩევნებზე, მათ შორის საკრებულოებში, საპარლამენტოშიც, ახალი კადრები ჰყავდა. "ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით ის პარტიაა, სადაც მუდმივად ხდება ახალი სახეების გამოჩენა. ახალი კადრების მოსვლა ძველების ჩანაცვლებას არ ნიშნავს, ესაა ინტერპრეტაცია, რომელიც გინდათ სახელისუფლებო არხებს, რომ მის განცხადებას მისცეთ. მე რომ პარტიაში მოვედი და ახალი კადრი ვიყავი, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ გია ბარამიძე ჩავანაცვლე ამ პარტიაში ან ვინმე,“ - განაცხადა წითლიძემ.

ასევე იხილეთ: