ავტორი:

"უფრო სანდროზეა ნეგატიური კომენტარები, ამან რამდენი ცოლი უნდა მოიყვანოსო და ა.შ." - სანდრო შელიასა და მისი ახალი რჩეულის გულახდილი ინტერვიუ

"უფრო სანდროზეა ნეგატიური კომენტარები, ამან რამდენი ცოლი უნდა მოიყვანოსო და ა.შ." - სანდრო შელიასა და მისი ახალი რჩეულის გულახდილი ინტერვიუ

ოქტომბრის ბოლოს, ბიზნესმენმა სანდრო შელიამ ჟურნალისტ ნინა ხუბუტიაზე ოფიციალურად იქორწინა. ჯვრისწერის ცერემონია იტალიაში გაიმართა. სანდრო ნინას ეკრანიდან იცნობდა, მოგვიანებით კი სოციალური ქსელის საშუალებით დაახლოვდნენ. თავიდან საქმიანი ურთიერთობა ჰქოდნათ, პაემანი კი სექტემბერში შედგა.

სანდრო შელიას პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ნინა ერთხელ იყო ქორწინებაში, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ნაბიჯს ძალიან ნანობს. მას წინა ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია.

წყვილმა გადაცემაში "სტუმრად ლელასთან“ გულახდილად ისაუბრა.

ნინა ხუბუტია:

- კრიტიკის წინააღმდეგი არ ვარ, ეს ნორმალურია, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ ნეგატიურ კონტექტსში რომ წერენ კომენტარს. როდესაც საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ვიყავი, პირველ დღეებში ყველა კომენტარს ვკითხულობდი, იყვნენ ადამიანები, ვინც ჯანსაღად მაკრიტიკებდნენ და მე ნამდვილად გამოვასწორე ის რაღაცები.

დაუმსახურებელ ტალახს რომ იღებ, მაშინ, როდესაც არავისთვის არაფერი დაგიშავებია, შენთვის ხარ, ბედნიერად, არ გაქვს პრეტენზია რომ რაღაცას წარმოადგენ, რთულია... ბევრი კომენტარი შემხვდა, - ვინ არიან ესენი, ვინ არის ეს გოგო... ვფიქრობ, რომ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობით ბევრი კარგი, მნიშვნელოვანი რამ მაქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის.

არ მომწონს სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება. მეც მაქვს წარსული ცხოვრება და ეს არის ნორმალური. უფრო სანდროზეა ნეგატიური კომენტარები, ამან რამდენი ცოლი უნდა მოიყვანოსო და ა.შ. იყო მომენტები, როდესაც წერდნენ, რომ როგორც ამას ექცევა, ისე ექცეოდა ყოფილ ცოლსაცო. პირად შეტყობინებაშიც კი მომწერეს, ვიდეო მქონდა გაზიარებული და მომწერეს, ზუსტად ასე მოაწერა ხელი ყოფილ ცოლთანო.

სანდრო შელია:

- მე არ ვაქცევ ამას ყურადღებას, მაგრამ რაღაც დონეზე მესმის, თუ არის ხოლმე რაღაც თემების მიმართ ინტერესი. წარსულს არასოდეს ვნანობ... მომავალზე უნდა იფიქრო, ეს არის სწორი მიდგომა. არაფერი მაქვს ისეთი სანანებელი, რაც ტვირთად დამაწვებოდა.

ნინი:

- მე ნამდვილად ვნანობ, როდესაც რაღაც ნაბიჯს დგამ და ის არ გამოდის, დიდ სტრესს იღებ. ამას ეწირება შენი ჯანმრთელობა. სანდროსი მესმის, როცა ამბობს არ ვნანობო, მას ამ ქორწინებებიდან არაჩვეულებრივი შვილები ჰყავს. მე არ მყავს წინა ქორწინებიდან შვილი და ამიტომ ვამბობ, რომ სანანებელი მაქვს, მეტი დაფიქრება იყო მაშინ საჭირო. იმ ტკივილს, რაც მე გადავიტანე, ვერაფერი გამოასწორებს.

იხილეთ ასევე: