ავტორი:

"23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციიდან” 20 წლისთავი სრულდება, სწორედ მაშინ ავაფრიალეთ პირველად ევროპის დროშა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

"23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციიდან” 20 წლისთავი სრულდება, სწორედ მაშინ ავაფრიალეთ პირველად ევროპის დროშა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. აღნიშნულს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება და "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ქართველი ერი განსაკუთრებული ერთობაა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელია, არამედ ევროენთუზიაზმით გამსჭვალულიცაა.

ძველი ევროპის უმეტესობას არ სწამს ისე ძლიერ ევროპის, როგორც ქართველებს, ამიტომ ჩვენი ხალხი იმსახურებს დადებით პასუხს!

ამავე დროს, ჩვენი ხალხი არანაკლებ იმსახურებს იმას, რომ არ ცხოვრობდეს ოლიგარქატის და მაფიოზური სახელმწიფოს პირობებში, ეს სასტიკი სისტემა ქართველებს აიძულებს დატოვონ საქართველო, საკუთარი და მათი შვილების მომავალი ეძებონ ევროპაში, ამერიკაში, არადა ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპა შემოვიყვანოთ ჩვენთან და ზოგადად, დასავლეთიდან ჩვენი ხალხის დაბრუნების პირობები შევქმნათ.

23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციიდან” 20 წლისთავი სრულდება, სწორედ მაშინ ავაფრიალეთ პირველად ევროპის დროშა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ ერთობლივი მანიფესტი ჩვენი ევროპული მომავლის ნათელი ხედვით, ერთიანობისა და განახლების დემონსტრირებით,გვახსოვდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენს გარდა ვერავინ გააკეთებს!" - წერს მიხეილ სააკშვილი.